APXAZETI CHVENIA!!!!
აფხაზეთი - დაკარგული სამოთხე
აფხაზეთი მდებარეობს შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირას. მისი ტერიტორიის ფართობი უდრის 8664კ.კილომეტრს. აფხაზეთის საზღვრები შემდეგია: ჩრდილო-დასავლეთით - შავი ზღვა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით - საქართველო, ჩრდილოეთით - კავკასიის მთავარი ქედი.
მდინარეები: ყველაზე უდიდეს მდინარედ აფხაზეთში ითვლება ბზიფი და კოდორი.
ტბები: საქართველოში აფხაზეთი ითვლება ტბათა მხარედ. აფხაზეთში აღრიცხულია 186 ტბა. ბევრ მათგანთან მისასვლელი გზების უქონლობის გამო, მათი შესწავლა გვიან დაიწყო, ან სულ არ არის შესწავლილი. ტბები ყველგან გვხვდება, ზღვის სანაპიროდან, მაღალი მთებით დამთავრებული. ტბები მრავალნაირი წარმოშობისაა. აფხაზეთში ყველაზე ლამაზია რიწის ტბა. ვარაუდობენ, რომ წარმოიშვა 250-300 წლის წინ კლდეზვავივით მთა ფშეგიშხვას ფერდობის ჩამოქცევის შედეგად. ჩამოქცევამ გადაკეტა ხეობა, შემდეგ წყალი დაგუბდა, ხეობის გადაკეტილი მონაკვეთი ტბად იქცა. ტბის ზედაპირი გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში - მოცისფრო-მოლურჯო. მიდამო, სადაც ეს ტბები მდებარეობს, ძალიან ლამაზი და ჯანსაღია.
ჭაობები: აფხაზეთში ზღვის ნაპირას, დაბლობ ადგილებში არის ჭაობები, რომელიც ძალიან ბლომად მოიპოვება გუდავა-გაგიდის მიდამოებში. არა ნაკლებია აგრეთვე ჭაობიანი ადგილები სოხუმის დასავლეთ ნაწილში, ბიჭვინთაში( პიცუნდაში ), კოლხიდასა და ოჩამჩირის რაიონში,
შავი ზღვა: ჩვენი მდინარეები მიემართებიან ერთ სიბრტყეზე - სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით. ყველა ისინი ერთვის შავ ზღვას, რომელიც აფხაზეთის ნაპირებთან არასოდეს არ იყინება. ამ ზღვას აფხაზეთის ჰავისათვის, მიმოსვლის და ვაჭრობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სიგრძე - 1150კმ, სიგანე - 580 კმ.
აფხაზეთის მრავალფეროვანი ჰავა და ნიადაგის სხვადასხვა სახე იძლევა ჩვენში მრავალი მცენარის მოშენების საშუალებას. აქ იზრდება მუდამ მწვანე მცენარეები: ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინა, ჩაი, წყავი, ზეთისხილი და სხვა ძვირფასი სუბტროპიკული მცენარე. ამ მცენარეებს უდუდესი მნიშვნელობა აქვს სამეურნეო ცხოვრებისათვის.
აფხაზეთში დიდი ხანია ცნობილია ტყვარჩელის სამკურნალო რადი-აქტიური მინერალური წყარო.
მღვიმეები კარსტულ პროცესებთანაა დაკავშირებული. აფხაზეთი კარსტული პროცესების კლასიკური მხარეა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბზიფის კირქვიანი მასივი, დედამიწაზე კარსტული პროვინციების ერთ-ერთი უნიკალური რეგიონი. აფხაზეთში მღვიმეები გვხვდება ოხაჩქუს ქედიდან, მდინარე ფსოუმდე.
აფხაზეთის დედაქალაქი - სოხუმი ქალაქი ბაღია, ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე. იგი სამხრეთის, მარად მწვანე გაზაფხულის, მზის ქალაქია, მიწიერი ( ქვეყნიური ) სამოთხის კუთხედ წოდებული. სოხუმი გაშლილია გუმისთასა და კელასურს შორის, ვრცელი ყურის სანაპიროზე .სოხუმს მდებარეობით ბევრი ქალაქი ვერ შეედრება. აქ ზღვაცაა და მთაც, დაბლობიც და ხეობებიც, მდინარეებიც და მინერალური წყლბიც, ზღვის ყურეც და კონცხიც.
VIII ს-ში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს “აფხაზთა სამეფო” ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-((X)) სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII -XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა.
იმის გასარკვევად, თუ როდის დაარსდა ქ. სოხუმი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვენდოთ ძველ ბერძენ ავტორს ფსევდო სქილაქს კარიანდელს ( ძვ.წ. 521-485 წ.წ. ). ქ. დიოსკურიის მოხსენებას პირველად მასთან ვხვდებით. იგი წერს „ ამათ შემდეგ კოლხეთი და ქალაქი დიოსკურია“ . მხოლოდ ეს ცნობა შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ქ. სოხუმი დაახლოებით 2500 წლისაა. დიოსკურია - დღევანდელი სოხუმი - კოლხთა და სვანთა განახლების ადგილი იყო.
დიოსკურიის შემდეგ აღმოცენებულ ქალაქს რომაელებმა სევასტოპოლისი უწოდეს. „ ქართლის ცხოვრების“ მიხედვით მე-8 საუკუნიდან ჩვენს ქალაქს ცხუმი ( სვანურად რცხილა ) ეწოდებოდა. გვიან შუა საუკუნეში თურქებმა ცხუმი სუხუმად გადააკეთეს. აფხაზს რომ ჰკითხო რას ნიშნავს სახელწოდება სუხუმი, გიპასუხებთ:
„ თურქულად სუ-წყალი, ხუმ-ქვიშასო, მაგრამ ეს ასე არა არის. აკადემიკოს სერგო ჯიქიას მიხედვით, რადგან თანხმოვანი „ც“ არ არის თურქულში, ორ თანხმოვანს შორის აუცილებლად ხმოვანი უნდა იყოს, ამიტომ ცხუმიდან მივიღეთ სუხუმი, რემელიც დროთა ვითარებაში შეიცვალა სოხუმით.
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანთა ნაკვალევი ქვედა პალეოლითის ადრეული პერიოდიდან ჩნდება. ზედა პალეოლითის ხანიდან ( დაახ. 35000 წლის წინ ) პირელყოფილი ადამიანი ფართოდ იყო განსახლებული აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.
ძვ.წ. მეთორმეტე საუკუნიდან მკვლევართა ვარაუდით დას. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელებას იწყებს ე.წ. „ კოლხური კულტურა “ .თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად შედიოდა „ კოლხური კულტურის “ გავრცელების არეალში. დაახლოებით ძვ.წ. მე-11 _ მე-8 საუკუნეებში დასავლეთში არსებობდა უძელესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება _ კოლხა (კოლხეთი), რომელიც ძვ. წ. მე-8 საუკუნის მიწურულს გაანადგურეს ჩრდილოეთიდან მოსულმა კიმერიელებმა. თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - „აფსილები“ , „აბაზგები“, წერილობით წყაროებში მხოლოდ ახ.წ. პირელ-მეორე საუკუნიდან იხსენიებოდნენ. „აფხაზთა“ სამეფოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ქართველური ტომები შეადგენდნენ. ამ სახელმწიფოს რვა ადმინისტრაციული ერთეულიდან 7 ეთნიკურად მთლიანად ქართველი იყო. მხოლოდ ერთ - „ აფხაზეთის საერისთაოში “ უნდა ეცხოვრათ ძირითადად აფხაზურ ტომებს.
თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული კულტურის მხარე იყო. აფხაზეთი მოფენილია ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებით, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია დრანდის, ბედიის და ბიჭვინთის ტაძრები.
1810 წლის თებერალში აფხაზეთი რუსეთის იმპერიის მმართელობის ქვეშ მოექცა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აფხაზები მაინც აგრძელებდნენ დაუმორჩილებლობას რუსეთის მიმართ.
ქართულ მოსახლეობას მიეკუთვნება: მეგრელები, სვანები, გურულები, აჭარლები, იმერლები, რაჭველები. მე-19 საუკუნემდე ქართველებად თვლიდნენ თავს აფხაზებიც, მაგრამ რუსეთის იმპერიის ანტიქართულმა იდეოლოგიურმა სამსახურებმა დაიწყეს მათი მოწამვლა ქართველების წინააღმდეგ. აფხაზებს ეროვნების სტატუსიც მიანიჭეს, მაგრამ მშვიდობიანი გზით რასაც ვერ მიაღწიეს, ბოლოს იგი ომის გზით გადაწყვიტეს ( 1992-1993 წწ )
სოხუმის დაცემა იყო ქართულ-აფხაზური შეიარაღებული კონფლიქტის (1992-93) ბოლო, გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც შედეგად ქართველთა ერთ-ერთი უდიდესი დამარცხება მოჰყვა საქართველოს უახლეს ისტორიაში. კონფლიქტი, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა მიმდინარეობდა ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის, რომელთაც ასევე დამხმარედ ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციის შენაერთები და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთი უჭერდა მხარს.
სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას წინ უძღოდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ, რომელიც სოჭში დაიდო 27 ივლისს ორ მხარეს შორის. შეთანხმება 16 სექტემბრამდე გაგრძელდა. ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს შეთანხმების თანახმად ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. გააფრთებული ბრძოლები გრძელდებოდა 27 სექტემბრამდე, თუმცა მასიურ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს და ქალაქი საბოლოოდ დაეცა.
ქალაქის აღების შემდეგ შემოსულმა სეპარატისტთა მებრძოლებმა დარჩენილი მოსახლეობის არნახული ხოცვა მოაწყვეს. ადგილობრივი მთავრობის წევრები, ჟიული შარტავა, გურამ გაბისკირია და რაულ ეშბა რომლებმაც გაქცევაზე უარი თქვეს მთავრობის სახლის წინ დახვრიტეს ხოლო ალექსანდრე ბერულავა უგზოუკვლოდ დაიკარგა . რამდენიმე დღეში სეპარატისტთა ძალებმა აფხაზეთის თითქმის მთელი ტერიტორია დაიჭირეს (კოდორის ხეობის გარდა).
საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ დამარცხებას რეგიონში ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა მოჰყვა. გადარჩენილი 250,000-ზე მეტი ეთნიკურად ქართველი, ბერძენი თუ სხვა უმცირესობები აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა